გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდა თოლორაია: „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას

28-01-2020

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დადგინდა „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაირღვა.


მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.


„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება.


გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.


რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031