გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციაში არავითარი ერთიანობა არ არის

28-01-2020

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში არავითარი ერთიანობა არ არის.

მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციას საარჩევნო მოდელის საკითხზე ჰქონდეს გარკვეული საერთო.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეალურად ერთობა არ არსებობს იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელსაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ერთი მაგიდის ირგვლივ ხედავდა.

„ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვისაც ძალიან უცნაური იყო იმ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომელსაც ჩვენ ერთ მაგიდასთან ვხედავდით, მათ შორის ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით იმასაც, რომ ამ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ეს ბუნებრივი პროცესია და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის რეალურად ერთობა არ არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930