გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიგვზიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

29-01-2020

დღეს ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მოქალაქეების გადაწყვეტილებით, ნიგვზიანში, არჩეულში, ჩანჩეთსა და ხაჯალიაში გარე განათების მოწყობა, გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია გადაწყდა.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიხედვითაც ძირითად პრიორიტეტებად განისაღზვრა შიდა გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა. შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებულია პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, მერის პირველი მოადგილე ბიძინა იმნაიშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრას ასევე ადგილობრივი სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი სურვილია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობა და სკოლის ეზოს გამწვანება. მუნიციპალიტეტის მერმა მათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031