გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინა

31-01-2020

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან ხებეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
განცხადებას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავის მხრივ, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციერლებული ძალადობის ფაქტზე, ბრალი "ქართული ოცნების" ორ დეპუტატს წარედგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031