გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია

3-02-2020

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია, - ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.


მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 2,829-ით გაიზარდა და 17,205-ია.


ჰუბეის პროვინციაში ერთ დღეში ვირუსის გამო კიდევ 41 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2,103-ით გაიზარდა და 11,177-ს მიაღწია.


აღსანიშნავია, რომ დღეიდან ქვეყანაში, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დახურული მარკეტები იხსნება.


შეგახსენებთ, გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.


https://www.interpressnews.ge/ka/article/583562-chinetshi-koronavirusit-dagupulta-raodenobam-361-s-miagcia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728