გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„იქნება პიკეტიც, აქციებიც და გაგრძელდება მოლაპარაკებებიც“ - ოპოზიცია ხვალიდან აქციების განახლებას აანონსებს

3-02-2020

ხვალიდან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციების განახლებას აანონსებენ.


სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ იქნება პიკტერიებაც, მძლავრი აქციებიც და მოლაპრაკებებიც გაგრძელდება.

 

„ბუნებრივია, იქნება პიკეტიც, იქნება აქციები, ძალიან მძლავრი აქციებიც, იქნება დიდი აქციაც და საბოლოო ჯამში, პარალელურად, ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები და მოლაპრაკებებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის წნეხი, პირდაპირ გეუბნებით. ეს წნეხი და გარესამყაროს წნეხი არის ის წნეხი, რაც ლეგიტიმურია, კანონიერი საშუალებებია“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31