გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დეპუტატებმა სესიაზე პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვეს

4-02-2020

წუხელ, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს ორი ქალი და ოთხი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დეპუტატებმა სესიაზე პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვეს.

"ტრაგიკული შემთხვევა იყო. მით უმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ბაღდადში გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პია

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31