გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვავის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

4-02-2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კმ-ზე, სოფელ დიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა.


შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930