გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში“ - გიგი უგულავა

5-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად ადრე შევიდნენ.


„დაგეგმილი გვაქვს სირცხვილის კორიდორი. როგორც ცნობილია, გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს უცბად ჩანიშნეს დილით უმრავლესობის სხდომა, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში. კი, ბატონო, ორზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, ცხრაზე შეიყვანოთ დეპუტატები; დილის ათზე დაინიშნება სხდომა, თქვენ შეგიძლიათ, დილის ექვსზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამიანების ხმა მაინც მოაღწევს თქვენს ყურამდე, სადაც უნდა დაიმალოთ, როგორც უნდა დაიმალოთ“ , განაცხადა გიგი უგულავამ.

 

პარლამენტის შენბობის შესასვლელებთან აქცია მიმდინარეიბს, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტვისტები მართავენ.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930