გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ სხდომას 11:00 საათზე დავნიშნავდი

5-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დღევანდელი სხდომის 10:00 საათზე გამართვის მიზეზს განმარტავს.


მისი თქმით, უმრავლესობას კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა პლენარულ სესიამდე უნდა მოესწრო.


„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. უმრავლესობის სხდომა ხშირად იმართება და 10:00 საათზე იმიტომ უნდა დაწყებულიყო, რომ დღეს პლენარულ სხდომამდე მოგვესწრო იმ თემებზე საუბრები, რომელიც გავიარეთ. საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტები. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა უმრავლესობის მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031