გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა

6-02-2020

ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში 30 საათის დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ასეთ მცირეწლოვან ადამიანში ეს ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

როგორც ექიმები აცხადებენ, მას ინფექცია დედისგან გადაედო, რომელსაც კორონავირუსი მშობიარობის შემდეგ დაუდასტურდა. 

ახალშობილი 3,25 კგ-ს იწონის. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 28 000-ზე მეტია. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31