გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

6-02-2020

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

გამოცემის თანახმად ლაბორატორიული კვლევების სტადიას მხოლოდ 14 დღე დასჭირდება, შემდეგ კვირას კი პრეპარატი ცხოველებზე გამოიცდება. 

პროფესორმა რობინ შატოკმა მეცნიერების მუშაობის არაჩვეულებრივ ეფექტურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ასეთ სამუშაოს, ჩვეულებრივ, 1-2 წელი სჭირდება. 

გამოცემის თანახმად, ვაქცინა შეიძლება ზაფხულში ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენონ, თუ ამისათვის საკმარისი დაფინანსება ექნებათ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 28 000-ზე მეტია.  

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930