გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწას

6-02-2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.


ახალ საკანონმდებლო ცვლილებას დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეფორმა ითვალისწინებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა და რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზებას უზრუნველყოფს.


„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,“- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031