6-02-2020
საქართველოს დასახელება გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin - ის ოფიციალურ მასპინძელ ქვეყნად არის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალური ტურისტული ბაზრისა და ჩვენი ტურისტული პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერება 2020 წლის 5 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას სამუშაო ვიზიტისას ბერლინში.
ნათია თურნავას განცხადებით, ITB Berlin - ის ოფიციალური მასპინძლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ საქართველომ მოიპოვოს სრულიად მსოფლიოს აღიარება როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველმა ტურისტულმა ბაზარმა.
ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin - ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||