გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის მერიასთან გამართულ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

6-02-2020

ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


სხდომის დასრულების შემდეგ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს მოძრაობა „გაბედეს“,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ.


ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას აქციის მონაწილეებსა და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე თანამშრომელს შორის, თუმცა ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს.


სამართალდამცველებმა დაპირისპირებული მხარეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.


ბათუმის მერიასთან მიმდინარე აქცია უკვე დასრულდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930