გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

6-02-2020

თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Anadolu ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. დაზუსტებული მონაცემებით, ინციდენტის შედეგად 157 ადამიანი დაშავდა. 

ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031