გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

6-02-2020

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.


ჯგუფს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე ხელმძღვანელობს, საქმიანობას მონიტორინგს კი პირადად ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე უწევს.

 

6 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა სოფელ შეუბანში მიმდინარე სამუშაოები, რაც ასფალტის საფარის სპეციალური ქვიშა-მარილით დამუშავებას მოიცავს.


ასევე მონიტორინგი ჩაუტარდა საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში: საკაში, ბორცოში, ხიდეშლებსა და მაჟიეთში გზის წმენდის სამუშაოებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031