გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ჩინეთის მოქალაქე ვირუსის ნიშნებით მოათავსეს

6-02-2020

"ჩინეთის მოქალაქემ მაღალი ტემპერატურით მიმართა ერთ-ერთ კლინიკას, შემდეგ კი გადმოყვანილ იქნა ბოქსირებულ განყოფილებაში", -ამის შესახებ PIA.GE -ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ჩინეთის მოქალაქე საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოვიდა. 

"ჩინეთის მოქალაქემ მაღალი ტემპერატურით მიმართა ერთ-ერთ კლინიკას. საქართველოში ჩამოვიდა 27 იანვარს. იმყოფებოდა ბაკურიანსა და გუდაურში. სავარუდოდ გაცივდა. ტურისტი პეკინიდან ყაზახეთში ჩავიდა, ხოლო შემდეგ საქართველოში. მაღალი ტემპერატურის გამო გადმოყვანილია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. უტარდება მკურნალობა, არის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031