გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში ერთ კომპანიას სერტიფიკატზე უარი ეთქვა

7-02-2020

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო ნიმუში გადაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31