გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: ვირუსი არ არჩევს რასას, ეროვნებას, არც პოლიტიკურ შეხედულებას

7-02-2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც კორონავირუსზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ეროვნებაზე ხაზგასმა არ უნდა მოხდეს.

„ვირუსი არ არჩევს რასას, არ არჩევს ეროვნებას, არ არჩევს არაფერს, ყველას ერთნაირად შეიძლება დაემართოს, არ არჩევს მათ შორის პოლიტიკურ შეხედულებებსაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 638-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 31 000-ზე მეტია.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031