გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ოპოზიცია საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებებს წყვეტს

10-02-2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე.


შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებებს წყვეტს.


„არავითარი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაუნდი არ გაიმართება. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ძალადობას, ფეხებზე იკიდებს ქართველი და მსოფლიო საზოგადოების რეაქციას და მოთხოვნას, მათ შორის აშშ-ის პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებსა და განცხადებებს, მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, გავაქეზოთ დიდქტატორი ოლიგარქი ახალი დანაშაულებებისაკენ. შესაბამისად, წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს წალეკავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031