გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ნიუ-იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა

11-02-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.


Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.


პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.


Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედვარდ ვეინერმა განაცხადა, რომ ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.


Forbes-სის მონაცემებით Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31