გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ - ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებაზე

11-02-2020

კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.


კინზინგერი „ტვიტერში“  წერს, რომ სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.


„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს დღეს და 38 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა ვადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა  დამნაშავედ ცნო სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930