გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არავითარი კანონი არ მავალდებულებს რომ კომენტარი მოგცეთ“ - ზაქარია ქუცნაშვილი შპს „გარდაბნის თბოსადგურის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

11-02-2020

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის - შპს „გარდაბნის თბოსადგურის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.


ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ის საჯარო მოხელე აღარაა და არაა ანგარიშვალდებული, უპასუხოს მის ახალ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

„კერძო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ გარდაბნის თბოსადგური, თავი დამანებეთ. კერძო სამართლის იურიდიული პირია, არავითარი კანონი არ მავალდებულებს რომ კომენტარი მოგცეთ“, - ამბობს ქუცნაშვილი. 


შპს „გარდაბნის თბოსადგური" გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოსადგურს მართავს. მისი მფლობელები 49.092%-იანი წილით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდი" და 50.908%-იანი წილით "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" არიან. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031