გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ამ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას“ - ევროკავშირის საგარეო სამსახური უგულავას დაკავებაზე

12-02-2020

ევროკავშირის საგარეო სამსახური გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცახდებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განჩინებას ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეზე.


„ამ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციას. სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა წარმოადგენს საქართველოს არსებით ვალდებულებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოში ყველა სხვა პროცესის მონიტორინგს, რომლებიც დაკავშირებულია გახმაურებულ საქმეებთან“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031