გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

12-02-2020

გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.


ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, ჩოლოიანი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.


შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930