გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: უგულავას დაპატიმრების გამო ადამიანურად ძალიან ვწუხვარ

12-02-2020

“ადამიანურად ვწუხვარ, რომ ის პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ეს არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ვხედავთ, რომ ოპონენტები მხოლოდ დროს იწუნებენ და არ დავობენ ჩადენილ დანაშაულზე, რაზეც სასამართლომ ბრალეულობა დაადგინა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კითხვების მოსახსნელად და დეზინფორმაციის თავიდან ასაცილებლად მმართველი გუნდი ევროპარლამენტს გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნას სთავაზობს.

„კითხვები რომ მოიხსნას და დეზინფორმაცია ავიცილოთ - ევროპარლამენტს ვთავაზობთ ამ საქმეზე შექმნას ფაქტების შემსწავლელი მისია და თავად შეაფასოს, რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასა მტკიცებულებები სასამართლომ და გამოიტანა გადაწყვეტილება“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.​

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31