გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

13-02-2020

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. 52 წლის ბიზნესმენი 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“.

ტელეკომპანია 2008 წელს მიისაკუთრეს და ის მფლობელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნეს. ბადრი პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც. 

ამასთან, „პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა და მათ მკურნალობას აფინანსებდა. მის სახელს უკავშირდება ასევე ურეკის, ანუ „იმედის ქალაქის“ შექმნა, ისტორიული ძეგლებისა და მთაწმინდის პარკის რეაბილიტაცია და თბილისის ცირკის აღდგენა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031