გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

13-02-2020

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვევის უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

სწავლა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება. "სოკარ გაზის" გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

პია

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31