გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის წყალსაცავის პატარა ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს რეაბილიტაცია უტარდება

14-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.


რეაბილიტაცია უტარდება თბილისის წყალსაცავის პატარა ზღვის წყალმიმღებ კვანძს და არხს.


პროექტის ფარგლებში გაიწმინდა შემოვლითი არხი;  გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა წყალმიმღები კოშკის გვირაბს და გალერეას; გადაიხურა და  ფილებით მოპირკეთდა გალერეა; გალერეის გასწვრის ნაპირები მოპირკეთდა რკინაბეტონის  ფილებით.  


სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა   კომპანიამ საკუთარი ძალებით 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.


ჩატარებული სამუშაოები  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხში   წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.  შედეგად, ქვემო ქართლში, 6000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.


პროექტის ღირებულებაა 338 ათასი ლარი.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930