გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეს შეფასებები სამარცხვინო და უსამართლოა“ - ნათია თურნავა „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებენ

14-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დასავლეთის კრიტიკას და „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებს ეხმაურება.


თურნავას თქმით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებები არის სამარცხვინო და უსამართლო.

„ლობისტური კომპანიის დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, რადგან იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო და ეს არის ძალიან კარგი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. რაც შეეხება შეფასებებს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს შეფასებები სამარცხვინო და უსამართლოა, რადგან ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031