გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

17-02-2020

პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტში შესვლა მოითხოვეს, რაზეც სამართალდამცველების მხრიდან უარი მიიღეს. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მათ შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება.

ცნობისთვის, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. პარლამენტში დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031