გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

17-02-2020

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც აიპრესს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031