გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთაძე ოპოზიციაზე: მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამ არ უშველა

17-02-2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, მსგავსი ქმედებით შეურაცხყოფილი თავად ოპოზიცია დარჩა.

"ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. რეალობა ის, არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისად, მსგავსი ქმედებებით თვითონ რჩებიან შეურაცხყოფილნი. ეს არის ადამიანური რეალობა. შესაბამისად, "მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამ არ უშველა" ნათქვამია და ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან სწორედ ეს არის. ", - განაცხადა შოთაძემ.

პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენენ, "ევროპული საქართველოს" წევრები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ და შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31