გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძე უგულავას საქმეზე: 50 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი ხელფასებზე გაიფლანგა, დანარჩენი კი, პარტიას მოხმარდა

17-02-2020

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.


ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.


შოთაძემ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც 14 მილიონი ლარი გაიფლანგა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი პარტიას მოხმარდა.


„ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში. საუბარია 50 მილიონი ლარის გაფლანგვაზე, სიადანაც 14 მილიონი ლარი ხელფასებზე გაიფლანგა, დანარჩენი კი, პარტიას მოხმარდა.


საბოლოო ჯამში, ის 14 მილიონიც პარტიულ მიზნებს მოხმარდა. ის ფაქტი, რომ ვიღაცეებზე პლასტიკური ბარათები დამზადდა, სადაც ეს 14 მილიონი ჩაირიცხა, იყო უბრალოდ ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი, დანარჩენი თანხა მაღალი თანამდებობის პირებმა გამოიტანეს „ლიბერთი ბანკიდან“, ნაღდი ვალუტის სახით, რომელიც პარტიული მიზნებისთვის დაიხარჯა. ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი სასქართველოს ისტორიაში, რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით განაჩენია დამდგარი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930