გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამეტთან აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

18-02-2020

პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.


ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასა და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.


ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან დაპირისპირება მოხდა.


სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რათა მოძრაობა არ შეეფერხებინათ.


სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კამათი.


სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, შენობის შესასვლელის დაბლოკვა დაუშვებელია.


აქციის მონაწილეების თქმით კი, მათ არ შეუშლიათ ხელი არავისთვის, ვისაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდა.


ამ დროისთვის აქცია მშვიდად მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930