გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძის პერიოდში, პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური

18-02-2020

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძეს აქვს მართვის გამოცდილება, ის არის პროფესიონალი პროკურორი მის დროს პროკურატურა ყველაზე ეფექტური და გაიხსნა არა ერთი მნიშვენელოვამი საქმე.


„ირაკლი შოთაძის პერიოდში, პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მინდა, გავიხსენო არაერთ მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს, ასევე ნარკოტრაფიკის საქმეები. ის იყო ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს ხელმძღვანელი, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ, რიგ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას აქვს მართვის გამოცდილება, ის არის პროფესიონალი პროკურორი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031