გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ სრულიად შემთხვევით მოსულმა ჯგუფმა ამ ქვეყანაში პროვინციული დიქტატურა დაამყარა

19-02-2020


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადატრიელების საფუძველზე სრულიად შემთხვევით მისული ადამინები წავიდნენ ხელისუფლების სათავეებიდან.

 

„კოალიციაში ვისთან ვიქნები და როგორ, გამომდინარეობს იქედან კენჭს ვიყრი თუ არა. აქედან  გამომდინარე, წინმსწრებად სქემების დალაგება არარელევანტურია.


უნდა განვახორციელოთ ზეწოლა იმაზე, რომ ბოლოსდაბოლის, ის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, „ოცნებაში” შიდა გადატრიალების საფუძველზე მოვიდნენ, გავუშვათ. ისინი მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და  ჩვენს მიერ მოგებული, 2012 წელს გადადგმული დემოკრატიული ნაბიჯი შეატრიალეს და ახლა, პროვინციული დიქტატურაა ამ ქვეყანაში.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი „ტვ პირველის“ გადაცემაში.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031