გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ლაშა ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს გამარჯვების დროშას, მთელი მსოფლიო მოისმენს საქართველოს ჰიმნს და ჩვენმა ოპონენტებმა უსმინონ საბჭოთა კავშირის ჰიმნს

19-02-2020

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა კიდევ ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს გამარჯვების დროშას, მთელი მსოფლიო მოისმენს საქართველოს ჰიმნს და ჩვენმა ოპონენტებმა უსმინონ საბჭოთა კავშირის ჰიმნს. ეს არის რეალური განსხვავება ამ დამოკიდებულებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი უერთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მხარდაჭერას. ლაშა ტალახაძე ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილია. წარმატების და გამარჯვების სიმბოლო და ის არის მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. აბსოლუტურად მიუღებელია ის უმსგავსო საქციელი და პოლიტიკური ქილიკი, როცა საქმე ეხება მართლაც გამარჯვებულ ჩვენს მოქალაქეს და ჯანსაღი ცხოვრების და  ჯანსაღი წესის დამკვირდების პროპაგანდას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

მისი თქმით, სპორტი პირდაპირ კავშირშია თავდაცვასთან და  უსაფრთხოებასთან და  უსაფრთხოების სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და საზოგადოება უფრო მეტად იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავებული, რაც თავისთავად აისახება იმ პერსონალზე, რომელიც შემდგომ ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031