გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანზორ მარგიანი უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა

19-02-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.


შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და სამშვიდობო პროცესებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფება და ორივე სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისწრაფვის დინამიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.


ანზორ მარგიანმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუმრობისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სხვადასხვა ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.


შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ყირიმელი თათრების სახალხო დამცველი ნარიმან უსტაევი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნები პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოვპაკი ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930