გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

20-02-2020

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  პოლიტიკაში ისევ აქტიური ფიგურა იქნება, ასევე შეკრებილ ხალხს მისცა გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება.


ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი სამარტოვო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ახლობელს, იმ ხალხს ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031