გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა

20-02-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.


საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.


სამუშაო შეხვედრას კი გაუძღვნენ საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო კერესელიძე და შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კანდელაკი.


სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას და დღგ-ს ზედმეტობის ხელოვნურად შექმნისა და გამოყენების მაგალითებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031