გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

20-02-2020

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის ბრძოლას აპირებს რეჟიმის დასამარცხებლად.

"ზუსტად 9 წელიწადი და 6 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ახლობელს იმ ხალხს, ვინც აქ არის და შორიდან მგულშემატკივრობს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა, რათა ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930