გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო

20-02-2020

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი.

 

ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თვითონ არის დამხობილი და არ სურს დამხობილ ადამიანებზე საუბარი.

 

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ როგორც ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი. ეს სისტემა მან სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად შექმნა. ის რომ, დღეს ეს კრიმინალი და ბინძური სისტემის ერთ-ერთი სახე ასეთი განცხადების გაკეთებას დღესაც ბედავს, ღიმილისმომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031