გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, თუმცა მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე

20-02-2020

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპრიებს, თუმცა ყველა საკითხზე საჯაროდ ყოველთვის საკუთარ აზრს დააფიქსირებს.

 

„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას უბრალო მიზეზის გამო არ ვაპირებ, მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს, პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნებიც კი გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930