გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ვანო ყველაფერს თვითონ განმარტავს - ეს ლაფსუს ლინგვეა - თუ მან ასე თქვა“ - გიგი წერეთელი მერაბიშვილის განცხადებაზე

20-02-2020

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით აცახდებს, რომ ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს.


წერეთელი „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მერაბიშვილი ყველაფერს თვითონ განმარტავს - ეს ლაფსუს ლინგვეა - თუ მან ასე თქვა.

 

„მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მე მინდა მივულოცო ვანოს, მის ოჯახს და ყველა მის მხარდამჭერს. მე ასე ვიტყოდი, ვანომ გაუტეხელად, პრაქტიკულად 7 წელი მოიხადო ბოლომდე საპატიმროში, თუმცა ის არ ეთანხმებოდა წაყენებულ ბრალს.


ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს.


ვანო ყველაფერს თვითონ განმარტავს - ეს ლაფსუს ლინგვეა - თუ მან ასე თქვა. რა თქმა უნდა, ადამიანი გამოვიდა ციხიდან და აქვს თავისი შეხედულებები ყველაფერზე. შეცვლაა თუ სხვა არის, არ მგონია სწორი, ამაზე ვანო მერაბიშვილს ვინმემ დავა დაუწყოს“ , - განაცხადა წერეთელმა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930