გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონელი ევროპარლამენტარი: მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას, აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნული პატიოსნებით

20-02-2020

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.


„მე აღფრთოვანებული ვარ ვანო მერაბიშვილის პიროვნული პატიოსნებით და ციხეში მისი მონახულება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რთულ გარემოებებში მან შეძლო თავისი ცოდნისა და პოლიტიკური გამოცდილების გაღრმავება. მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას“, - წერს ანა ფოტიგა. 


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930