გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: ოთარ ფარცხალაძე მთხოვდა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვა მეღიარებინა

21-02-2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გადაცემაში „ღამის მთავარი“ საკნიდან გაყვანის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი ამ ფაქტით შეურაცხყოფილია.


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას სთხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვა ეღიარებინა.


„მე ვარ ძალიან გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა გამიყვანეს საკნიდან. გამიყვანეს ღამით, შემოვიდა ციხის უფროსი და მოადგილე. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა. ეს რომ მომხდარიყო, მე უნდა მეთქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვა, უნდა მეთქვა, რომ სააკაშვილს მილიონები აქვს ბანკში. მე შეურაცხყოფილად იმის გამო ვიგრძენი თავი, რატომ დაიწყეს ამაზე ჩემთან ლაპარაკი. მე ვიყვი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი და ასეთი რამის შეთავაზება გაუგებარია ჩემთვის“, - აცხადებს მერაბიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930