გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების თემაზე შეხვედრა გაიმართა

21-02-2020

ტექნიკური რეგლამენტის „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე გაამახვილა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკის პარკების მოხმარების სრულად აკრძალვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31