გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ეკა კვესიტაძემ ვანო მერაბიშვილის, როგორც ყოველთვის, არაკორექტული კითხვა დაუსვა

21-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მერაბიშვილს ჟურმალისტმა ეკა კვესიტაძემ არაკორექტული კითხვა დაუსვა.

"ეკა კვესიტაძემ როგორც ყოველთვის, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა - მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები. ვინც არაფერს არ აკეთებს ის არ უშვებს შეცდომებს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, მაგრამ შეუცდომელი არავინ არ არის", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


მისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილი მისგან მადლიერებას იმსახურებს. 


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა.





ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031